ქუთაისი
ისტორიასა და კულტურის ქალაქი
ქუთაისი — საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქი დასავლეთ საქართველოს კულტურულ და ისტორიულ ცენტრს წარმოადგენს.
ქალაქის ისტორია ძვ. წ. II ათასწლეულიდან იწყება. ანტიკურ წყაროებში ქუთაისი ცნობილია სახელით აია, როგორც კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი და არგონავტების ლეგენდის მნიშვნელოვანი ადგილი. შუა საუკუნეებში ქუთაისი არაერთხელ ასრულებდა საქართველოს დედაქალაქის ფუნქციას, განსაკუთრებით ერთიანი ქართული სახელმწიფოს აყვავების პერიოდში (XI–XII საუკუნეები).
ქალაქმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და სულიერ ცხოვრებაში.
ქუთაისში მდებარეობს ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები — ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
XIX საუკუნიდან ქუთაისი ჩამოყალიბდა დასავლეთ საქართველოს ადმინისტრაციულ, საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად. დღეს ქალაქი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს უძველეს ისტორიასა და თანამედროვე განვითარებას და რჩება საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ კერად.
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანია შევქმნათ სანდო და მარტივად გამოსაყენებელი ვებგვერდ, რომეელიც მომხმარებელს სთავაზობს ქუთაისის შესახებ სრულ და გასაგებ ინფორმაციას. პლათმორმა ეხმარება როგორც ტურისტებს,ისე ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის ისტორიის,კულტურის,სანახაობებისა და დასვენების ადგილების უკეთგაცნობაში.